სენაკში გარდაცვლილი ახალგაზრდის შესახებ ახალი დეტალებია ცნობილი

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთში 24 წლის თორნიკე კუპრეიშვილი დაიხრჩო. ის სოფელ გეჯეთში ცხოვრობდა, მდინარე ტეხურაც ამავე სოფელთან მდებარეობს.

შემთხვევა რამოდენიმე საათის წინ მოხდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის მეგობარმა უთხრა, თორნიკე ბანაობისას შეუძლოდ გახდა, სავარაუდოდ მას გული გაუჩერდა და დაიხრჩო.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თორნიკეს მამა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. დედა კი, საზღვარგარეთაა წასული. ის სოფელ გეჯეთში მარტო ცხოვრობდა.

შსს-ს ცნობით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

Related posts