პანიკა გორის მე-10 საჯარო სკოლაში – ჰქონდა თუ არა ადგილი მოსწავლის გატაცების მცდელობას?!

მოსწავლის გატაცების შესაძლო მცდელობა გორის მე-10 საჯარო სკოლასთან. მშობლების ინფორმაციით, მოსწავლის გატაცებას, რომელიც სავარაუდოდ, ამავე სკოლის პედაგოგის შვილია, უცხოელი მამაკაცი ცდილობდა. შემთხვევა დღეს, დაახლოებით, 12 საათზე მოხდა.  სკოლის დირექტორი, გელა ჯაფარიძე ამბობს რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია,  მოსწავლეები და მათი მშობლები კი ,,თრიალეთთან,, საუბრისას აცხადებენ რომ, მასწავლებლებმა მოსწავლები გააფრთხილეს სკოლის შენობა არ დაეტოვებინათ, მშობლები კი გასაფრთხილებლად და მოსწავლეების სკოლიდან წასაყვანად დაიბარეს. შსს-ს ინფომაციით, მათთან ბავშვის გატაცების მცდელობის შესახებ ამ დრომდე არავის მიუმართავს. ,,თრაილეთი,,  ამ თემაზე ვრცელ სიუჟეტს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Related posts