შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საქართველოს პრეზიდენტი 25 ნოემბერს გორში მოქალაქეებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი 25 ნოემბერს გორში მოქალაქეებს შეხვდრება. ღონისძიების მასპინძელი და ორგანიზატორი გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრია.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით,  გიწვევთ ევროკავშირისადმი კანდიდატის სტატუსის მიღების მოთხოვნის პეტიციით მიმართვის ხელმოწერების სიმბოლურ ღონისძიებაზე „ჩვენი ხმა ევროპას!“ ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი. გთხოვთ მობრძანდეთ და დააფიქსიროთ თქვენი მხარდაჭერა ხელმოწერით“, – წერია გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის პრესრელიზში. 

ღონისძიება  25 ნოემბერს 15:30 საათზე დაიწყება.