შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტატუსის მიღების საკითხზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, დეკემბერში საერთო სახალხო გამარჯვების ზეიმი გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროსაბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ფაქტის აღსანიშნავად, საერთო გამარჯვების ზეიმი გაიმართება.

როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, თარიღი იმის მიხედვით დაზუსტდება, როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება – 14 თუ 15 დეკემბერს.

„იცით, რომ დეკემბერში, 14 ან 15 დეკემბერს, ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით სტატუსის მონიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა გვქონდა, პარლამენტთანაც მქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ იმისდა მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება, 14 ში ან 15-ში, თარიღს დავაზუსტებთ, ალბათ, 1- ში მოხდება ეს, გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, ასე დავარქვათ გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი მთავრობის და ხელისუფლების მუშაობის შედეგი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.