შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს… ძმე­ბი და მათი მე­გო­ბა­რი ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ“ – ცნობილი ხდება ახალგაზრდების ვინაობა, ვინც წუ­ხანდელ ავარიას ემსხვერპლნენ­

მცხეთა-მთიანეთის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარია გასულ ღამეს, სოფელ ციხისძირში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ძმე­ბი, ტა­რი­ელ და გოჩა ბე­დოშ­ვი­ლე­ბი და მათი მე­გო­ბა­რი ლექ­სო ბუ­ქუ­რი. ბე­დოშ­ვი­ლე­ბი ანა­ნუ­რი­დან იყ­ვნენ, ბუ­ქუ­რი კი სო­ფელ ცივ­წყა­რო­დან. 

“ანა­ნურ­ში ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს, სამი ახალ­გაზ­რდა დავ­კარ­გეთ, ძმე­ბი ბე­დოშ­ვი­ლე­ბი და მათი მე­გო­ბა­რი ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ. რო­გორც ამ­ბო­ბენ მან­ქა­ნა გაზ­ზე იყო და შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად აფეთ­ქდა. ბი­ჭე­ბი მან­ქა­ნა­ში და­იწ­ვნენ” – გვიყ­ვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი.