მაშველებმა მდინარე არაგვიდან გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ამოიყვანეს

მცხეთაში, მდინარე არაგვიდან 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ამოიყვანეს. ცხედარს ექსპერტიზაზე გადაიყვანენ. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

შეგახსენებთ, რომ 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

,,ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფსკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეც-ტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებდნენ ტერიტორიის მონიტორინგს”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თრიალეთი TV