გორში 45 წლამდე მამაკაცი მოკლეს

,,თრიალეთის” ინფორმაციით გორში 45 წლამდე მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას დანით ჭრილობა მდგმურმა მიაყენა. შემთხვევევა იმ დროს მოხდა, როდესაც ოჯახის სხვა წევრებს ეძინათ. მდგმური და ოჯახის წევრები ერთ სახლში ცხოვრობდნენ.

ბრალდებულს პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში ქალაქში ეძებდა. რეიდები გორის ყველა გასასვლელში მოეწყო. ჩხრეკდნენ ავტომანქანებს. ირკვევა, რომ ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

 

მომხდარ ფაქტზე შინაგანსაქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108 -ე მუხლით დაიწყო.

Related posts