შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში, ბარში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

გარდაცვალების სავარაუდო მოტივად გულის პრობლემა სახელდება. 52 წლის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„გარდაიცვალა იტალიაში (ბარში) ახალგაზრდა ემიგრანტი ნინო ბაიაშვილი. გლოვობს ჩემი თიანეთი;

ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ: ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო. ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული სამშობლოს მიწა.

თითოეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია, ნათელი დაუმკვიდროს უფალმა… საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა… უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება…

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ქართველ პოეტს ბ.ნ. ტარიელ ხალხელაურს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. პ.ს ნინო ბაიაშვილი ტარიელ ხარხელაურის ბიძაშვილი იყო, “ – წერს შოთო სიხარულიძე.