საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
„თბილისის დროით 09:54 საათზე, ქარელიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კმ-ში, სოფელ მუხილეთთან მოხდა 4.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“ – წერია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბიძგები ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში შეინიშნებოდა.