შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ლარსზე ტრანსპორტის გადაადგილება ისევ შეზღუდვით მიმდინარეობს

ზემო ლარსზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტით გადაადგილება თოვლისა და ლიპყინულის გამო შეზღუდულია.

სხვა ტიპის ავტომობილებისთვის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კობი-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ზვავსაწინააღმდეგო გვირაბების გავლით მიმდინარეობს. მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ამჟამად მოქმედი ერთადერთი საგუშაგოა რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარზე. მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფელში ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც გადის მთავარ კავკასიონის ქედზე. ქართულ მხარეს საგუშაგოებს – ყაზბეგის და დარიალის საგუშაგოს უწოდებენ.