ახალქალაქში 45 წლამდე მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ახალქალაქის სოფელ ხოსპიოსთან 45 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის სატვირთო ავტომობილით ელექტროენერგიის კაბელს წამოედო და ადგილზე დაიღუპა.

გარდაცვლილი მშენებლობაზე მუშაობდა და შემთხვევის დროს თავის მოვალეობას ასრულებდა.

შსს- ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

Related posts