ესპანეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ესპანეთში ქართული დიასპორა ავრცელებს.

23 წლის ქალი, ქალაქის ერთ- ერთ პარკში, ხეზე ჩამომხრჩვალი მეუღლემ ნახა.

ოჯახი წარმოშობით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურიდანაა.

ქალის ახლობლები, მკვლელობის ვერსიას განიხილავენ.

მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი გარკვეული ოდენობის თანხის დაკარგვის გამო, პოლიციაში საჩივრის შეტანას აპირებდა და ამის გამო, მოკლეს.

ისინი ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება, თანხის დაკარგვის ამბის გახმაურებას დროში ემთხვევა.

ესპანეთში ქართული დიასპორის ინფორმაციით, ქალი 3 თვის ორსული იყო და ვალენსიაში მოხუცის მომვლელად მუშაობდა.

Related posts