როდის დაიწყება რეგისტრაცია 17 წლამდე ბავშვებისთვის კომპენსაციის მისაღებად

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება. მინისტრმა ამის შესახებ TV Imedi-ის ეთერში ისაუბრა.

 

„დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენის მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე, დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეკრების შემდეგ, მოხდება პირველიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა”, — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Related posts