გორის მუნიციპალიტეტში ეპიდკვლევა და საპოლიციო კონტროლი გრძელდება

გორის მუნიიცპალიტეტში ახალი კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დასტურდებააქედან 2-ის ინფიცირების წყარო სოფელ ქიწნისის მეურნეობის კლასტერს უკავშირდება, 1 კი სოფელ ტირძნისში მცხოვრები პირია. სიმონ გულედანის განმარტებით, სამივე ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი კოვიდკლინიკებში განაგრძობენ მკურნალობას, ასევე მოკვლეულია მათ შემხებლობაში მყოფი პირები და ისინი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს კოვიდ-19-ის ვირუსით ინფიცირების თავიან არიდების მიზნით, პირბადის ტარებისა დასოციალური დისტანციის წესის დაცვისაკენ მოუწოდებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი კი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი არ იგეგმება,თუმცა შეზღუდვები მიმდინარეობს ლოკალურად და წერტილოვნად, იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს გორის მუნიციპალიტეტიდან ლაბორატორიაში გაგზავნილი კიდევ 15 სინჯის პასუხს ელოდებიან. მანამდე კი მუნიციპალიტეტში ინფიცირებულების შესაძლო კონტაქტები დასადგენად ეპიდკვლევა და საპოლოციო კონტროლი გრძელდება.

Related posts