გორის მერია – ავტობუსების სადგომის მშენებლობა მალე დასრულდება

გორში ავტობუსების სადგომის მშენებლობა მალე დასრულდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს მოწყობა. თითქმის დასრულებულია ობიექტის ტერიტორიაზე არსებული შენობა – ნაგებობის მშენებლობაც.
პროექტის ღირებულება 951 000 ლარია.

ობიექტი განკუთვნილია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გორის მუნიციპალიტეტისთვის შეძენილი იმ 30 ერთეული ავტობუსისთვის, რომლებიც მერიას მიმდინარე წლის ნოემბრიდან ეტაპობრივად გადაეცემა.

გორში მალე ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი და მოგვარდება ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ რამდენიმე კვირის წინ ავტოსადგომის მშენებლობის შესახებ ენმ – ს გორის ოფისმა და მთავარმა არხმა ცრუ და დაუზუსტებელი ინფორმაცის გავრცელებით სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. თითქმის დასრულებული პროექტის შესახებ ოპოზიციური პარტია მოსახლეობას აწვდიდა არასწორ ინფორმაციას, თითქოს პროექტის განხორციელება საერთოდ არ დაწყებულა.

Related posts