შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შიდა ქართლში  საშუალო თვიური ხელფასი 1 165,4 ლარია

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში, თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალურმა ხელფასმა 1 855.4 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3%-ით (260.4 ლარით) მეტია.

რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასს რეგიონების მიხედვით, 2023 წლის III კვარტალში, ასე გამოიყურება:

  • თბილისი – 2 160,6 ლარი
  • მცხეთა-მთიანეთი – 1 624,5 ლარი
  • აჭარა – 1 617,7 ლარი
  • ქვმო ქართლი – 1 472,6 ლარი
  • იმერეთი – 1 265,8 ლარი
  • სამცხე-ჯავახეთი – 1 239,2 ლარი
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 215,9 ლარი
  • გურია – 1 167, 4 ლარი
  • შიდა ქართლი – 1 165,4 ლარი
  • კახეთი – 1 160,1 ლარი
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 946,4 ლარი.