როგორ შევხვდეთ 2021 წელს, რომ წარმატება მოგვიტანოს – ჩაცმულობა, ნაძვის ხე, საჩუქრები და საახალწლო რიტუალები

2021 წლის მბრძა­ნე­ბე­ლი ჯი­უ­ტი ხარი იქ­ნე­ბა. ის არის მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, გა­აზ­რე­ბუ­ლად და შე­უ­პოვ­რად მი­ი­წევს სა­სურ­ვე­ლის­კენ, რქე­ბით იგე­რი­ებს ყვე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას და აღ­წევს კი­დეც მი­ზანს. ის ერ­თნა­ი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ას­რუ­ლებს წვრილ და­ვა­ლე­ბებ­საც და მსხვილ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­საც. 2011 წელი თეთ­რი მე­ტა­ლის ხა­რის წელი იქ­ნე­ბა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2021 წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას

სა­უ­კე­თე­სო წე­ლია მათ­თვის, ვინც სი­ახ­ლე­ებს არ უშინ­დე­ბა, ვინც მუდ­მი­ვად “ცე­ცხლს ეთა­მა­შე­ბა” და ვი­საც აქვს კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბი. ვირ­თხის წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ხარი მოგ­ვი­ტანს სიმ­შვი­დი­სა და კომ­ფორ­ტის შეგ­რძნე­ბას. მთა­ვა­რია, და­ი­სა­ხოთ კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბი და არ და­გა­ვი­წყდეთ მათი რე­ა­ლი­ზე­ბა.

მე­ტა­ლის ხა­რის წელი 2021 წლის 12 თე­ბერ­ვალს დად­გე­ბა. ხა­რის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, არი­ან ძლი­ე­რე­ბი და ჯან­მრთე­ლე­ბი. უყ­ვართ ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი და არი­ან მათი მიმ­დევ­რე­ბი. იმი­სათ­ვის, რომ ხარ­მა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­კე­თით გა­გა­ნე­ბივ­როთ ბე­ჯი­თად ის­წავ­ლეთ და იმუ­შა­ვეთ. იზ­რუ­ნეთ ბი­ნის კე­თილ­მო­წყო­ბა­ზე, თუ მი­წის ნაკ­ვე­თი გაქვთ, და­ი­წყეთ სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, გა­ა­ხა­რეთ ბაღი. კარ­გი წე­ლია ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად, შვი­ლე­ბის გა­სა­ჩე­ნად, სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სის შე­საქ­მნე­ლად ან უკვე არ­სე­ბუ­ლის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

ხა­რის წელ­ში არ უნდა შე­უ­შინ­დეთ ცვლი­ლებს და პირ­ველ რიგ­ში სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში. იყა­ვით ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი, გა­მო­უ­ტყდით პარტნი­ორს გრძნო­ბებ­ში. 2021 წელი გან­სა­კუთ­რე­ბით და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მათ­თვის, ვინც მამ­ლის, ხა­რის, ცხე­ნი­სა და მა­ი­მუ­ნის წლებ­ში და­ი­ბა­და.

რა არ უნდა და­გა­ვი­წყდეთ ხა­რის წელ­ში?

გა­უფრ­თხილ­დით ოჯახს, იზ­რუ­ნეთ ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბა­ზე, ოჯახ­ში ჰარ­მო­ნი­ის შექ­მნა­ზე. ხარს ხმა­უ­რი­ა­ნი წვე­უ­ლე­ბე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც არ უყ­ვარს. ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­ულს სა­ო­ჯა­ხო, სა­ნა­თე­სა­ვო წრე­ში ან უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, შინ აღ­ნიშ­ნავთ. მო­ეშ­ვით წუ­წუნ­სა და ფო­რი­აქს. არ გირ­ჩევთ არა­ვის­თან შე­ლა­პა­რა­კებ­სა და კა­მათს. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას, მო­ამ­ზა­დეთ ხორ­ცე­უ­ლი, მაგ­რამ კერ­ძებ­ში ხბო­სა და სა­ქონ­ლის ხორ­ცის გა­მო­ყე­ნე­ბას არ გირ­ჩევთ. აგ­რეთ­ვე ბოსტნე­უ­ლის კერ­ძე­ბი, უხ­ვად გქონ­დეთ ხილი და ახა­ლი მწვა­ნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ალ­კოჰოლს, ნუ გა­და­ა­მე­ტებთ. ში­ნა­უ­რუ­ლი ღვი­ნო, მსუ­ბუ­ქი კოქ­ტე­ი­ლე­ბი ან შამ­პა­ნუ­რი მი­ირ­თვით. ნუ ეტყვით თავს უარს და სუფ­რა­ზე და­ა­ლა­გეთ დე­ლი­კა­ტე­სე­ბი. ხარს უყ­ვარს ღვე­ზე­ლე­ბი (ტკბი­ლიც და ყვე­ლი­ა­ნიც და ბოსტნე­უ­ლი­საც), მწნი­ლე­უ­ლი. ეცა­დეთ, ყვე­ლა პრო­დუქ­ტი ნა­ტუ­რა­ლუ­რი და ხა­რის­ხი­ა­ნი იყოს, კერ­ძე­ბი კი შინ, სიყ­ვა­რუ­ლით მომ­ზა­დე­ბუ­ლი. მო­ე­რი­დეთ ლა­ბა­სა და ხორ­ცი­ა­ნი პაშ­ტე­ტის მომ­ზა­დე­ბას. თუ გიყ­ვართ, არც თევ­ზე­უ­ლი და­ი­შუ­როთ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის.

სა­ა­ხალ­წლო ჩაც­მუ­ლო­ბა

ჩაც­მუ­ლო­ბი­დან უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ღია ფე­რის სა­მოსს: ნაც­რის­ფერ, ყა­ვის­ფერ, რძის­ფერ, ოქ­როს­ფერ გა­მას. მან­დი­ლოს­ნე­ბი ნუ ჩა­იც­ვამთ გა­მომ­წვე­ვად, წი­თე­ლი ფე­რის სა­მო­სით ხარს არ მო­ე­წო­ნე­ბით. უპი­რა­ტე­სო­ბა ნა­ტუ­რა­ლურ­სა და ხა­რის­ხი­ანს მი­ა­ნი­ჭეთ. სამ­კა­უ­ლიც უნდა იყოს ნა­ტუ­რა­ლუ­რი, ფე­რე­ბი­დან: თეთ­რი, ნაც­რის­ფე­რი ან მე­ტა­ლის­ფე­რი.

იმი­სათ­ვის, რომ სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­ულ­ზე არა­ვინ მო­ი­წყი­ნოს, შე­ად­გი­ნეთ გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მა, აქ­ტი­უ­რად ჩარ­თეთ ბავ­შვე­ბი. მო­ი­გო­ნეთ მხი­ა­რუ­ლი კონ­კურ­სე­ბი და თა­მა­შე­ბი.

სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე

ნაძ­ვის ხე აუ­ცი­ლებ­ლად მორ­თეთ, მაგ­რამ ზო­მი­ე­რად. თუ ხა­რის გაბ­რა­ზე­ბა არ გსურთ, ინ­ტე­რი­ერ­ში წი­თელ ფერს ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ. უპი­რა­ტე­სო­ბა ოქ­როს­ფერ და ვერ­ცხლის­ფერ სა­თა­მა­შო­ებს მი­ა­ნი­ჭეთ. ჩა­მო­კი­დეთ მარ­გა­ლი­ტის­ფე­რი ან მე­ტა­ლის­ფე­რი წვი­მა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ე­ბი ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლის­გან გექ­ნე­ბათ დამ­ზა­დე­ბუ­ლი. სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა­ზე და­ა­ფი­ნეთ თეთ­რი ან ნაც­რის­ფე­რი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქსო­ვი­ლის სუფ­რა. ვერ­ცხლის­ფე­რი დანა-ჩან­გა­ლი გა­ა­ფორ­მეთ თეთ­რი აბ­რე­შუ­მის ლენ­ტე­ბით. თეთ­რი ყვა­ვი­ლე­ბით ან მწვა­ნე ხას­ხა­სა თა­ი­გუ­ლით. სუფ­რა­ზე შე­გიძ­ლი­ათ და­დოთ თეთ­რი ან მე­ტა­ლის­ფე­რი ხა­რის ფი­გუ­რა, ვერ­ცხლის­ფრად ან ოქ­როს­ფრად შე­ღე­ბი­ლი გირ­ჩე­ბი. ერ­თმა­ნეთს შე­უ­ხა­მეთ ხის­ფე­რი მწვა­ნე, ყა­ვის­ფე­რი ჭურ­ჭე­ლი. ბა­რა­ქის მო­სა­ზი­დად, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე და­დეთ ერთ და ორ­ლა­რი­ა­ნი მო­ნე­ტე­ბით სავ­სე ფი­ა­ლა. ასე­თი­ვე ფი­ა­ლა შე­გიძ­ლი­ათ და­დოთ სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხის გვერ­დი­თაც.

სა­ა­ხალ­წლოდ ნურც ბი­ნის მორ­თვა და­გა­ვი­წყდე­ბათ. სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა ყველ­გან უნდა შე­იმ­ჩნე­ო­დეს. სა­სურ­ვე­ლია, ბი­ნის მო­სარ­თა­ვე­ბი, მა­გა­ლი­თად ნაძ­ვის გვირ­გვი­ნე­ბი, თა­ვად და­ამ­ზა­დოთ. ინ­ტე­რი­ე­რის მო­სარ­თა­ვად ფე­რე­ბი­დან გა­მო­ი­ყე­ნეთ მწვა­ნე, ნაც­რის­ფე­რი, თეთ­რი. არ და­ი­ვი­წყოთ ბრჭყვი­ა­ლე­ბი. არ და­გა­ვი­წყდეთ, სა­პა­ტიო ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნეთ წლის სიმ­ბო­ლოს – ხარს.

სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბი

ხარი აფა­სებს ხა­რის­ხის. ამი­ტომ, ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი ხა­რის­ხი­ა­ნი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი სუ­ვე­ნი­რე­ბით და­ა­სა­ჩუქ­რეთ. კარ­გი იქ­ნე­ბა სა­ო­ჯა­ხო თე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძღვე­ნიც. ასე­თე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს: ჭურ­ჭე­ლი (დანა-ჩან­გლე­ბი, ჩაის, ყა­ვი­სა და სა­დი­ლის სერ­ვი­სე­ბი), ოქ­რო­სა და ვერ­ცხლის სამ­კა­უ­ლე­ბი. ტყა­ვის ან ხის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და ა.შ. რა თქმა უნდა, თქვე­ნი ბი­უ­ჯე­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

სა­ა­ხალ­წლო რი­ტუ­ა­ლე­ბი

იმი­სათ­ვის, რომ ხა­რის წელ­მა თავი სა­სი­ა­მოვ­ნოდ და­გა­მახ­სოვ­როთ, გარ­კვე­უ­ლი რი­ტუ­ა­ლი უნდა შე­ას­რუ­ლოთ. მა­გა­ლი­თად, თუ შვილ­ზე ოც­ნე­ბობთ, 12 სა­ა­თის დად­გო­მამ­დე რამ­დე­ნი­მე გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი ხორ­ბლის მარ­ცვა­ლი შე­ჭა­მეთ. ფუ­ლი­სა და წარ­მა­ტე­ბის მო­სა­ზი­დად, შე­ჭა­მეთ მან­და­რი­ნის რამ­დე­ნი­მე ლე­ბა­ნი ან რამ­დე­ნი­მე მარ­ცვა­ლი ყუ­რძე­ნი. მარ­ტო­ხე­ლე­ბი რომ და­წყვილ­დეთ, 12 სა­ა­თის დად­გო­მის­თა­ნა­ვე შამ­პა­ნუ­რის ჭიქა და­სა­ქორ­წი­ნე­ბელ პი­როვ­ნე­ბას მი­უ­ჭა­ხუ­ნეთ. თუ გსურთ, თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი კი­დევ უფრო მყა­რი გახ­დეს, 12 სა­ა­თის დად­გო­მის­თა­ნა­ვე ჩა­ე­ხუ­ტეთ და აკო­ცეთ მე­უღ­ლეს. თუ გა­ცივ­დით, ნუ მი­უჯ­დე­ბით სა­ა­ხალ­წლო მა­გი­დას და უფრო მე­ტიც, არ აცე­მი­ნოთ და ახ­ვე­ლოთ, უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი რომ არ გა­დას­დოთ სუფ­რის წევ­რებს.

2021 წელი არ იქ­ნე­ბა ნა­კი­ა­ნი, წარ­მა­ტე­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბა კი მა­ლე­ვე მო­გი­კა­კუ­ნებთ კარ­ზე. იმი­სათ­ვის, რომ ხარი არ და­აფრ­თხოთ. რამ­დე­ნი­მე წესი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ: სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე “ხმა­მაღ­ლა” არ გახ­სნათ შამ­პა­ნუ­რი, სა­ახლწლო დღე­ებ­ში იყა­ვით ოჯახ­ში, იზ­რუ­ნეთ უხუ­ცეს ნა­თე­სა­ვებ­ზე. მო­ე­რი­დეთ მთვრალ ადა­მი­ა­ნებ­თან ჩხუბს. ყვე­ლა საქ­მე და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ას­რუ­ლეთ 31 დე­კემ­ბრამ­დე. და ბო­ლოს, ნუ შეხ­ვდე­ბით ხა­რის წელს გზა­ში.

Related posts