შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ქალი ქუთაისის ცნობილი გრაფიტიდან უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

მასალა მომზადებულია batumelebi.netgazeti.ge -ის მიერ 82 წლის დალი დოღონაძე მთელმა საქართველომ ქუთაისში, სისხლის ბანკის შენობის კედელზე დახატული უზარმაზარი გრაფიტით გაიცნო.

გრაფიტი, რომელზეც იმერელი ბებო „ხაჭაპურის გამოხელვის“ პროცესშია გამოსახული, ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა.

ნახატმა დალი დოღონაძეს პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა, თუმცა სხვა მხრივ მისი ცხოვრება არ შეცვლილა. ახლაც, ისევე როგორც უკანასკნელი წლები, დალი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს.

დალი დოღონაძე წარმოშობით ლეჩხუმიდანაა. სანამ ქმრის გვარზე გადავიდოდა, დალი ჩხეტიანი იყო, თუმცა ოჯახის შექმნის შემდეგ გვარი შეიცვალა და ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათში დასახლდა.

„ღარიბული ცხოვრება იყო, იქეთაც და აქეთაცო,“ – გვიყვება დალი საკუთარ თავზე და გვიხსნის, რომ სახლი, რომელშიც გვმასპინძლობს, საკუთარი ხელით ააშენა ქმართან ერთად.

საბჭოთა კავშირის დროს, ჩაის მეურნეობაში მუშაობდა. მძიმე შრომას წევდა. 90-იანი წლების სიმძიმე კი ქმართან ერთად სოფლის მეურნეობის გაძღოლით გადაიტანა. ჰყავდათ ძროხები და ამუშავებდნენ მიწებს და ასე მოყვანილი პროდუქციით ირჩენდნენ თავს.

დალი მეუღლის დაღუპვის შემდეგ შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. დედა-შვილის შემოსავალი 365 ლარია, 82 წლის ქალის პენსია. კითხვის გაგრძელება

წყარო: batumelebi.netgazeti.ge