შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კაცს, რომელმაც ავტობუსში ცოლი მოკლა, სააპელაციომაც 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

როინ მებონიას, რომელმაც ავტობუსში ცოლი მოკლა, სააპელაციომაც 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა – გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ვერდიქტი.

პროკურატურა უვადო პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

დაცვის მხარე მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას, ან სასჯელის შემსუბუქებას იტხოვდა. მათი თქმით,  როინ მებონია შეზღუდული შერაცხადია.

მოსამართლის გადაწყვეტილებას მოკლული სოფო კვარაცხელიას დედის პროტესტი მოჰყვა. 

რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და ვიბრძოლებ, სანამ პირში სული მიდგას. ვითხოვ მაქსიმალურ სასჯელს, მივმართავ უზენაესს და ვნახოთ, რა და როგორ. თუ არა და, უზენაესზე უფრო დიდი ინსტანციებიც არსებობს. კიდევ განვმეორდები, რომ რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და მე მივაღწევ, დავამტკიცებ, რომ მთლად ჩალით დახურულ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ”, – აცხადებს მოკლული ქალის დედა.

ცნობისთვის, 2022 წლის 21 მაისს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე 30 წლამდე კაცმა, 27 წლის ქალი ხუთი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა.