შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს, რომელიც ბათუმში მოკლეს, ცივი იარაღით 9 ჭრილობა აქვს მიყენებული

ბათუმში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცის შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს ტერიტორიაზე გამვლელმა შეატყობინა.

მკვლელობის ფაქტზე, ჯერჯერობით დაკავებული არავინ არ არის.

არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს ცივი იარაღით 9 ჭრილობა აქვს მიყენებული.