შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ახმეტაში, სტიქიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

სტიქიის შედეგების კიდევ ერთი მსხვერპლი კახეთში – ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ახმეტის სახანძრო- სამაშველო სამსახურის ეზოში მოხდა.

35 წლამდე ასაკის მამაკაცი, ეზოში დამონტაჟებული სატელეფონო ანძების გასასწორებლად რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იყო ასული.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს ბეტონის საყრდენი ჩაენგრა, სიმაღლიდან გადავარდა და
ადგილზე გარდაიცვალა.

პრაიმთაიმის ინფორმაციით, გარდაცვლილი კომპნია ,,მაგთიკომის” თანამშრომელია და თბილისიდან კახეთში, სამუშაოს შესასრულებლად იყო გაგზავნილი.

სტიქიას მსხვერპლი გუშინაც მოჰყვა. ახმეტაში 79 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი რკინის კონსტრუქცია დაეცა.