საქართველოში კორონავირუსი კიდევ 493 ადამიანს დაუდასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 493 ადამიანს დაუდასტურდა, 552 კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით -19 869 მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 410, PCR ტესტით – 6 459.

საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 268 995 შემთხვევაა დადასტურებული. 262 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 457 კი გარდაიცვალა.

თრიალეთი TV