შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

“მაღალი სიცხე, ხველა და სასუნთქი გზების დაზიანება…” – სეზონური ვირუსები და მედიკოსების რჩევა

ზამთრის დადგომასთან ერთად, სეზონური ვირუსების გავრცელების არეალმა იმატა. სამედიცინო ცენტრებში მიმართვიანობა გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, ბოლო ორ კვირაში გრიპის ვირუსის გავრცელება თითქმის გაორმაგებულია.

ქვეყანაში ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსიც. მედიკოსების თქმით, ვირუსების შემთხვევაში კლინიკური გამოვლინება მსგავსია – მაღალი სიცხე, ხველა და სასუნთქი გზების დაზიანება. გრიპის ვირუსს ახასიათებს მადის დაკარგვა და ძლიერი თავის ტკივილიც.

სუნთქვის გაძნელების და ტემპერატურის შემთხვევაში, ინფექციონისტები გვირჩევენ, მივმართოთ სამედიცინო დახმარებას და არ მივიღოთ თვითნებურად ანტიბიოტიკები.

მედიკოსების რეკომენდაციებით, ინფიცირების შემთხვევაში უნდა დავრჩეთ იზოლაციაში, მივიღოთ სითხეები და ვაკონტროლოთ ტემპერატურა.