შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შობის სადღესასწაულო მსახურება სამების საპატრიარქო ტაძარში შესრულდება

ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურება სამების საპატრიარქო ტაძარში შესრულდება.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მსახურება 00:00 საათზე დაიწყება.

მათივე ცნობით, ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურებას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აღასრულებს.