შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

იტალიაში ტანსაცმლის ქურდობის ბრალდებით 39 წლის ქართველი დააკავეს

იტალიაში, მოდენას პროვინციაში, ტანსაცმლის ქურდობის ბრალდებით 39 წლის ქართველი კაცი დააკავეს. 
იტალიური მედიის ცნობით, ის 3 იანვარს, გვიან ღამით, ავტოფარეხის მფლობელმა იპოვა, თავად დააკავა და პოლიციას გადასცა.

დაკავებული ციხეში გადაიყვანეს. მას მოდენას პროვინციაში ცხოვრების უფლება აეკრძალა.