შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„ყინვა გაძლიერდება, მოსალოდნელია ძლიერი ქარი“ – ქვეყნის მასშტაბით, ამინდი გაუარესდება

ქვეყნის მასშტაბით, ამინდი გაუარესდება. ტემპერატურა დაიწევს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. მოსალოდნელია ყინვა და თოვლი.

„ხვალ დილიდან დასავლეთ საქართველოში ნალექი უმეტესად თოვლის სახითაა მოსალოდნელი. ველოდებით ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაცემას როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

14-15 იანვარს ღამის საათებში საქართველოს მასშტაბით ყინვა გაძლიერდება. ველოდებით დასავლეთის მიმართულების ძლიერ ქარს მათ შორის დედაქალაქში.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით შეიძლება უარყოფითი ტემპერატურაც აღინიშნოს. 14 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში ყველგან თოვს “, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ.