შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გორში ძაღლის წამებისთვის დაკავებულ კაცს ბრალი წარედგინა

გორში ძაღლის წამებისთვის დაკავებულ კაცს ბრალი წარუდგინეს. 65 წლის მამაკაცს სასამართლოში დღესვე მიიყვანენ. პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესის პარალელურად, ცხოველთა უფლებადამცველები აქციის მოწყობას გეგმავენ. 

დღევანდელ პროცესზე დაკავებულის ადვოკატი მოსამართლეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას სთხოვს. დაკავებულის ადვოკატი ირწმუნება, რომ შუახნის კაცმა იარაღი მხოლოდ იმიტომ გაისროლა, რომ ცხოველის შეშინება უნდოდა. დაჭრილი ძაღლი ამ დრომდე ვეტერინარულ კლინიკა ვიპ-ვეტი-ში უტარდება მკურნალობა. 

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 259 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. იგი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ითხოვს პატიებას, აღიარებს ბრალს. მან გაისროლა ძაღლის შეშინების მიზნით. სასამართლოს მიმართ ჩემი შუამდგომლობა იქნება აღკვეთის ღონბისძიების სახით გირაოს გამოყენება, – ამბობს ადვოკატი თამარ თედლიაშვილი.