შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რა ჯდება დენის, წყლის და გაზის ახალ აბონენტად რეგისტრაცია

საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში, სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ახალ აბონენტად რეგისტრაციის ტარიფები განსხვავდება.

თუ წყლის ახალ აბონენტად რეგისტრაცია გსურთ, სასმელ წყალზე თვითმმართველ ქალაქებში 500 ლარის გადახდა მოგიწევთ, სხვა მუნიციპალიტეტებში კი – 400 ლარის. რაც შეეხება წყალარინების საფასურს, თვითმმართველ ქალაქებში 1000 ლარი ღირს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში – 800 ლარი.

დენის ახალ ობიექტად მიერთების საფასური ყველგან ერთი და იგივეა და 800 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის აბონენტად რეგისტრაციას, თვითმმართველ ქალაქებში გადასახადი 800 ლარია, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ორჯერ ნაკლები ანუ 400 ლარი.

საერთო ჯამში, გაზის, დენისა და წყლის აბონენტად რეგისტრაცია თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში 3100 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში – 2400 ლარი.

წყარო: bpn.ge