რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

 

რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

ამ დრომდე უცნობია თუ სად იმყოფება კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 70 წლის მამაკაცი. 

როინ აბრამიშვილი კიდევ ერთ თანასოფლელთან ერთად  საოკუპაციო ზოლთან ახლოს სოკოს საკრეფად  იყო მისული, რა დროსაც რუსი ძალოვნები გამოჩნდნენ და დააკავეს.

გატაცებულის ახლობლების თქმით, მას ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს და ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან წაიყვანეს.

 

 

Related posts