შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თამარ გაბუნია: ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის გულის დაავადებები, ფილტვის დაავადებები, ეპილეპსია, პარკინსონი, შაქრიანი დიაბეტი, ქმნის მნიშვნელოვან ტვირთს როგორც ავადობის კუთხით, ასევე ფინანსურად

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის გულის დაავადებები, ფილტვის დაავადებები, ეპილეპსია, პარკინსონი, შაქრიანი დიაბეტი, ქმნის მნიშვნელოვან ტვირთს როგორც ავადობის კუთხით, ასევე ფინანსურად და სახელმწიფო უკვე სრულად დაფარავს ამ მედიკამენტების ღირებულებას იმ პირებისთვის, ვისაც სისტემატურად უწევს მედიკამენტის მოხმარება.

„ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის გულის დაავადებები, ფილტვის დაავადებები, ეპილეპსია, პარკინსონი, შაქრიანი დიაბეტი, ქმნის მნიშვნელოვან ტვირთს როგორც ავადობის კუთხით, ასევე ფინანსურად. სახელმწიფო უკვე სრულად დაფარავს ამ მედიკამენტების ღირებულებას იმ პირებისთვის, ვისაც სისტემატურად უწევს მედიკამენტის მოხმარება. ამ ჯგუფში შედიან საპენსიო ასაკის მოსახლეობა, სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს, შშმ ბავშვები, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, ვეტერანები“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.