შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რა ღირს სტალინის სახელმწიფო მუზეუმის დათვალიერება

სტალინის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ვიზიტორებისთვის.

მუზეუმის ფონდების მთავარი მცველის ინფორმაციით, დამთვალიერებლების ძირითადი ინტერესი ბელადის პირადი ცხოვრების დეტალებია.

მუზეუმის ვებ-გვერდზე მითითებულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფასად არის შესაძლებელი მუზეუმის დათვალიერება.

კერძოდ, სამუზეუმო კომპლექსის (მუზეუმის საგამოფენო დარბაზები, სტალინის მემორიალური სახლი და პირადი ვაგონი) დათვალიერება გიდის თანხლებით – 15 ლარი ჯდება; მხოლოდ სტალინის პირადი ვაგონის მონახულება კი – 5 ლარი ღირს.

მუზეუმში მოქმედებს შეღავათებიც, კერძოდ, სტუდენტებისთვის სამუზეუმო კომპლექსის დათვალიერების ფასი – 10 ლარი, ხოლო მოსწავლეებისთვის – 1 ლარია.

რაც შეეხება 6 წლამდე ბავშვებს, მათთვის მუზეუმში შესვლა უფასოა.

ამასთან, როგორც მუზეუმის ვებ-გვერდზეა მითითებული, მუზეუმის დათვალიერება უფასოა ასევე: II მსოფლიო ომის მონაწილეებსა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის; ICOM- ის წევრებსა და საქართველოს მუზეუმების თანამშრომლებისათვის; I და II ჯგუფის ინვალიდებისათვის; მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის; სიღარიბის ზღვარსმიღმა მყოფი პირებისათვის; მრავალშვილიანი და მარტოხელა დედებისათვის; იძულებით გადაადგილებული და ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები პირებისათვის; ჟურნალისტებისათვის; ჯარისკაცებისათვის.