შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბაკურიანში სათხილამურო ტრასაზე კაცი გარდაიცვალა

ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, უბედური შემთხვევა მოხდა.

დაღუპულია ახალგაზრდა კაცი.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ადგილობრივი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები უცნობია.