შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

,,თოვლი, ქარბუქი, ნისლი…“ – საქართველოში ამინდი უარესდება

23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან – ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე – ლიპყინული, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ქარბუქის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.