ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის საქმიანობით შესაძლოა, პროკურატურა დაინტერესდეს

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის, ბუბა კუდავას საქმიანობით, შესაძლოა, პროკურატურა დაინტერესდეს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა განაცხადა. 

 

თამარ სანიკიძის განმარტებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საგამოძიებო უწყებას აუდიტის სამსახური მიმართავს, რომელიც ამ დროისთვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობას სწავლობს. 

 

ცენტრის ახალ ხელმძღვანელ ზაზა აბაშიძეს კი განათლების მინისტრი დღეს წარადგენს. თამარ სანიკიძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან პრემიერმინისტრთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.

Related posts