აქცია დიცში- ადგილობრივი მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს

აქცია დიცში- ადგილობრივი მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურის სათანადო მოწესრიგების მოთხოვნით შეიკრიბა. სოფელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, აქ მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ გზა სარემონტო სამუშაოებს არ ექვემდებარება და ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვენ. აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.

როგორც ,,თრიალეთს,, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა განუცხადა, დიცის მოსახლეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ახალი პროექტის მომზადებაა საჭირო, რაც მომავალ წელს იქნება შესაძლებელი.

58 ნახვა
desktop
mobile catfish