შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

2023 წელს საქართველოში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა გაიზარდა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა, რაც წინა წელთან შედარებით 4.2%-ით მეტია. საუბარია, 9,379 მლნ კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წელთან შედარებით, 26.4%ით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, ნებართვების 73.7% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.7% მოდის თბილისზე, 8.9 % – მცხეთა-მთიანეთზე, 8.4% – ქვემო ქართლზე და 6.7 % – იმერეთზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

ამასთან, 2023 წელს ექსპლუატაციაში მიღებულია 3,293 მლნ კვ.მ ფართობის, წინა წელთან შედარებით 23.7%-ით მეტი) 3 182 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 19.9%-ით მეტი).

საქსტატის ცნობით, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 33.1% – თბილისზე, 13.1% – მცხეთა-მთიანეთზე, 12.0% – კახეთზე და 8.5% – იმერეთზე.