მიტროპოლიტი სერგი კოვიდის გამო მართვით სუნთქვაზეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნეკრისის ეპარქიის მიტროპოლიტი სერგი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

>

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.

მიტროპოლიტი თბილისში, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადის მკურნალობას.

თრიალეთი TV