შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პოლონეთში ინტერპოლის მიერ მკვლელობისთვის ძებნილი ქართველი დააკავეს

პოლონეთის ქალაქ გდინიაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქართველი დააკავეს, – ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს 42 წლის მოქალაქე ერთ-ერთ მაღაზიაში ქურდობის დროს დააკავეს.

სამართალდამცავების მიერ შემდგომი მოქმედებების განხორციელებისას გაირკვა, რომ მამაკაცი რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით დროებითი პატიმრობა შეეფარდა.