ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 948 ადამიანი აიცრა

ბოლო სამ დღეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 42 006 ადამიანი აიცრა. ბოლო რამდენიმე დღეა, საშუალო დღიური აცრის მაჩვენებელი 13-14 ათასის ფარგლებშია. ბოლო 24 საათში 12 948 ადამიანი აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 23 სექტემბრის მონაცემებით, სულ 1 700 895 აცრაა ჩატარებული. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 960 081 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 33.8%, სრულად ვაქცინირებულია 740 814 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 25.9%.

34 ნახვა
desktop
mobile catfish