შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

არსებული ინფორმაციით, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე, 35 წლის მამაკაცმა ბიძას ცეცხლი ხორცის ნისიად მიცემაზე უარის, ტაქსის მძღოლს კი ტრანსპორტირებაზე უარის თქმის გამო გაუხსნა

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, დაკავებულმა, 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.-მ ბიძას ხორცის ნისიად მიცემა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. როგორც სააგენტოს განუცხადეს, ბრალდებულის გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, რის შემდეგაც მან ცეცხლი გახსნა.

სროლის შედეგად უშუალოდ ბაზრის ტერიტორიაზე 3 პირია მოკლული, ერთ-ერთი გარდაცვლილი კი ტაქსის მძღოლია, რომელმაც ბრალდებულს შემთხვევის ადგილიდან ტრანსპორტირებაზე უარი უთხრა.

„არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, მივიდა ბიძასთან, რომელიც ხორცს ყიდდა. ნისიად მომეციო, უთხრა, რაზეც უარი მიიღო, ამან ამოიღო და გაისროლა. სამი ადამიანი ბაზრობაზე მოკლა და ასევე ცეცხლი გაუხსნა ტაქსის მძღოლს, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან არ წაიყვანა. ისიც დაიღუპა“ – განუცხადეს ambebi.ge-ს.