შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი კობახიძე სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა, სადაც სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, მივუსამძიმრეთ დაღუპულების ოჯახის წევრებს. გავეცანით ვითარებას. მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები“, – განაცხადა კობახიძემ.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. სტიქიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.