შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

იანვარში საქართველომ ტურიზმიდან 300 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

იანვარში საქართველომ ტურიზმიდან 300 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაშია აღნიშნული.

„ჩვენი შეფასებით, 2024 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 300 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+26.6% წ/წ მიგრაციის ეფექტის გამორიცხვით).

ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+10.0% წ/წ) მიაღწევს, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო ვიზიტორების სრულად აღდენას პანდემიამდელ დონესთან შედარებით,“- აღნიშნულია დოკუმენტში.