ისრაელმა 5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

ისრაელმა 5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო, Pfizer-ის ვაქცინაციის გამოყენება დაამტკიცა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყების გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ნაჰმან ეშმა მიიღო ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაცია.

აღინიშნება, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის დაწყების თარიღი უახლოეს დღეებში დადგინდება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინის დოზებს ისრაელში უახლოეს დღეებში ჩაიტანენ.

ცნობისთვის, აშშ-ის სამედიცინო მარეგულირებელმა CDC-მა ოფიციალურად დაამტკიცა Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება 5-11 წლის ბავშვებისთვის.

ისრაელში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია გასული წლის 20 დეკემბერს დაიწყო. მოქალაქეები აცრილნი არიან Pfizer-ის ვაქცინით.

10 იანვარს აცრილებმა მეორე დოზის მიღება დაიწყეს.

ისრაელში 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია ივნისის დასაწყისში დაიწყო.

დღეისათვის, 5,7 მილიონზე მეტმა ადამიანმა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო, ე.წ. ბუსტერ დოზით 4 მილიონზე მეტი მოქალაქეა აცრილი.

41 ნახვა
desktop
mobile catfish