შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი

იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგის კოლონიაში გარდაიცვალა, – ინფორმაციას „მედუზა“ ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ადგილობრივ დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

14 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ნავალნი პატიმრობის პერიოდში ოცდამეშვიდედ გაგზავნეს სადამსჯელო იზოლატორში.

ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.