შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის სულადობა შემცირდა, ხოლო ფრინველის რაოდენობა გაიზარდა – „საქსტატი“

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის სულადობა შემცირდა, ხოლო ფრინველის რაოდენობა გაიზარდა – ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

„წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 837.6 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 1.9 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 413 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.3 პროცენტით ჩამორჩება.

ღორის რაოდენობამ 131.5 ათასი სული შეადგინა, რაც 12.5 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ფრინველის რაოდენობამ 9.5 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 5.6 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.