შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს!

გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

“28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.