შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

29 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.07 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6599 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.59 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8839 ლარი გახდა.

0.31 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3677 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 8.52 თეთრი შეადგინა.