შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

რუსთავი-თბილისის ავტობანზე, ფონიჭალის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. ინფორმაციას და კადრებს ადგილიდან “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

თვითმხილველების ცნობით, დაღუპული შუახნის ქალია, რომელსაც სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. მათივე ცნობით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი. გზაზე შეფერხებით გადაადგილდებიან მანქანები.