ბიძინა კულუმბეგოვი – თუ ადამიანს გადატანილი აქვს „ალფა“, „ბეტა“ თუ „დელტა“ ვარიანტი, შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს 50% ჰქონდეს რისკი იმისა, რომ შეხვდეს „ომიკრონი”

თუ ადამიანს კორონავირუსის ინფექცია გადატანილი აქვს „ალფა”, „ბეტა” თუ „დელტა“ ვარიანტით, შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს 50% ჰქონდეს რისკი იმისა, რომ შეხვდეს „ომიკრონი” – დაცვის შესაძლებლობა არის 50/50-ზე, – ეს განცხადება ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისივე თქმით, გამოსავალი ვაქცინის ბუსტერდოზის გაკეთებაშია. როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, საქართველოში ბუსტერ დოზით ვაქცინირებულია 100 ათასი ადამიანი, რაც საკმარისი არ არის.

“ვირუსით რეინფიცირების მაჩვენებელი როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოში დაახლოებით ხუთჯერ არის გაზრდილი. დაავადებათა კონტროლის წინასწარი მონაცემებით, ეს 16-17%-ია. რეინფიცირების რისკის ქვეშ დგება ადამიანი, რაც მეტი დროა გასული ვაქცინაციიდან ან ინფექციის გადატანიდან – სამი თვე და მეტი და, რისკის მომატებულია”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

46 ნახვა
desktop
mobile catfish