შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ავტოსაგზაო შემთხვევა აგარა-გომის გზაზე – დაღუპულია 16 წლის გოგო

აგარა-გომის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე, 16 წლის გოგო ემსხვერპლა. დაშავებულია ორი ადამიანი. 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის  მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.